მოგესალმებათ ჭრელი აბანო და სპა

მოგესალმებათ ჭრელი აბანო და სპა


ჭრელი აბანოს ცხელი ხაზი (032) 2 930093 ( 09:00 to 22 :00 )
სამუშაო საათები ყოველ დღე 09:00 დან 23:00 მდე
დაჯავშნე


ჭრელი აბანოს ისტორია

ისტორია

ისტორია
  • ჭრელი აბანოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია

    აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

    ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

    XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ იგივე “ჭრელი აბანო“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

    ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.

გოგირდის წყალი

გოგირდის წყალი
  • გოგირდის ცხელი წყლები მდებარეობს ქალაქ თბილისში,მის ძველ ნაწილში,სადაც ისტორიული ცნობების მიხედვით დაიწყო თვით ქალქ თბილისის შენება. ეს იყო მე–5 საუკუნის მეორე ნახევარში,ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს.
    გოგირდის წყლის მთავარი საბუდარი ადგილის _ „სეიდ–აბადის მაღლობის“ ნიადაგი უმეტეს წილად ტუფოგენურ ჯიშიდან – ტუფოსილასა და ტუფოკონგლომერატისაგან შედგება.აღნიშნული ნივთიერებანი წარმოადგენენ მაღლობების ზედაპირებზე ამოხეთქილ ძველი დროის ვულკანურ მასებს
    გოგირდის წყლები ორნაირია : თბილი და ცივი. წყლის მინერალობა,სრულიად დამოუკიდებულია იმ ნიადაგიდან,რომელშიც გოგირდის წყლებს უხდება გავლა,ვიდრე ის დედამიწის ზედაპირზე ამოვიდოდეს. განსაკუთრებული თვისება თბილისის გოგირდის წყლებისა მდგომარეობს იმაში,რომ ეს წყლები შეიცავენ გაზს „მეტანს“.
    მიუხედავად იმისა,რომ ქ.თბილისი ნიადაგში ცივი გოგირდის წყლების ცირკულაცია ნაკლებია,ისინი მაინც შეიცავენ მეტ გახსნილ მარილებს,ვიდრე ცხელი გოგირდის წყლები. ყველაზე მეტად გოგირდის ცივ წყაროებში არის გოგირდმჟავა კირი,კალიუმი და მაგნიუმი.

ქიმიური შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

ქიმიური შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები
  • ქიმიური შემადგენლობა : თბილისის გოგირდის წყლები თავისი მუდმივი ქიმიური შემადგენლობით,მუდმივი დებეტითა და t°-ით ეკუთვნის გოგირდ–ტუტოვან თერმებს და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.

  • ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები.
  • მწვავე რევმატული პოლიართრიტის შემდგომი რეზიდუალური მოვლენები.
  • ტრავმული ართრიტები მწვავე და ქრონიკულ პერიოდში.
  • ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ნიადაგზე წარმოშობილი ართრიტები.
  • დეფორმირებული პოლიართრიტები.
  • სპონდილოართრიტების და სპონდილოზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები.
  • მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
  • კარდიოსკლეროზები : მიოკარდიტული და ათეროსკლეროზული წარმოშობის,კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით
  • გულის მანკები კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
  • ჰიპერტონიული დაავადება I და II სტადიაში თავის ტვინის და გულის სისხლძარღვთა სკლეროზის მკაფიოდ გამოხატული მოვლენების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.
  • ანგიონევროზები.
  • თრომბოფლებიტები
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები : ნევრიტები,ნევრალგიები,რადიკულიტები,პლექსიტები და სხვ.
  • ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები : ნევრასთენიული რეაქციები,ვეგეტოდისტონიები.

გოგირდის აბანო

N1 ნომერი 1-6 კაცზე

200 ₾
  • ცივი და ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • ფინური საუნა
  • მოსასვენებელი კუთხე
  • გასახდელი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N2 ნომერი 1-4 კაცზე

200 ₾
  • ცივი და ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • ფინური საუნა
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი
  • ტელევიზორი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N3 ნომერი 1-6 კაცზე

200 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი ოთახი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N4 ნომერი /ა.დიუმა/, 1-6 კაცზე

200 ₾
  • ცივი და ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • ფინური საუნა
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი
  • ტელევიზორი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N5 ნომერი /ა.პუშკინი/ 1-6 კაცზე

200 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი
  • ტელევიზორი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N6 ნომერი 1-2 კაცზე

100 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N7 ნომერი 1-3 კაცზე

150 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N8 ნომერი 1-2 კაცზე

100 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N9 ნომერი 1-2 კაცზე

100 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N10 ნომერი 1-3 კაცზე

150 ₾
  • ცხელი გოგირდის წყლის აუზი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

N11 ნომერი VIP 1-9 კაცზე

500 ₾
  • ცივი და ცხელი გოგირდის წყლის დიდი ზომის აუზი
  • ფინური საუნა
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი ოთახი
  • ტელეფიზორი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

სამეფო აპარტამენტი 1-12 კაცზე

600 ₾

  • პერსონალური ბარი
  • ცხელი და ცივი გოგირდის წყლის დიდი ზომის აუზი
  • სარელაქსაციო სივრცე
  • თურქული საუნა
  • ფინური საუნა
  • სამასაჟე ოთახი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • გასახდელი ოთახი
  • ტელევიზორი
  • საშხაპე
  • საპირფარეშო

სპა

შოკოლადის მასაჟი

250 ₾
  • შოკოლადის სპა პროცედურა
    პროცედურის დროს კანი ღებულობს კაკაოს ზეთსა და სხვა მრავალ მინერალებს რომელიც კანს ძალიან ელასტიურს ხდის,

სანთლის მასაჟი

220 ₾
  • სანთლის მასაჟი

ტრადიციული ქისა

20 ₾
  • ტრადიციული ქისა ხანგრძლივობა 10–15 წუთი

სპა პროცედურა ზღვის მარილი

200 ₾
  • ზღვის მარილი 80-ზე მეტ მინერალს შეიცავს, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

თოვლის ოთახი

100 ₾
  • თოვლის ოთახი
    ბუნებრივი თოვლის ანალოგი, –25 გრადუსიანი გარემო ამინდის ცვლილება ნისლისა და ბურუსის იმიტაცია , თანამედროვე ულტრაბგერითი თოვლისწარმომქმნელი აპარატურა რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში

ფიტნეს მასაჟი

170 / 85 ₾

სახის მასაჟი

170 / 85 ₾
  • გამაახალგაზრდავებელი მასაჟი
  • სარელაქსაციო
  • ინდივიდუალური

ესპანური მასაჟი

170 / 85 ₾
  • ესპანური მასაჟი

    ესპანური მასაჟი შეიქმნა ესპანელი ექიმის-ენრიკე გარსია კასტელსის მიერ 30წელზე მეტი ხნის წინ და მოიცავს აღმოსავლური და დასავლური კულტურების ერთობას

ანტიცელულიტური მასაჟი

170 / 85 ₾
  • ანტიცელულიტური მასაჟი

სარელაქსაციო მასაჟი

170 / 85 ₾
  • სარელაქსაციო მასაჟი

ჩვენს შესახებ

“ ჭრელი აბანო “

“ ჭრელი აბანო “
  • გამორჩეული, მდიდრული და ელეგანტური ადგილი თბილისის გულში.
    ისევ ამბიციურად დაჰყურებს აბანოთუბანს და დუღს,
    ლეგენდარული “ ჭრელი აბანო “ საუკუნოვანი ისტორიის განახლებული სახე








    --ჭრელი აბანო--

    სულიერების ანბანო
    განსაწმენდელო თავისა
    გოგირდის ჭრელო აბანო
    სიმბოლოვ სისუფთავისა
    გორგასლის აღმოჩენილო
    ხოხობს ნასროლი ისრითა
    ადგილო გამოჩენილო
    წმინდანთა დაღვრილ სისხლითა
    ეს წყალიც აქ დაიბადა
    მეტეხთან უბინავია
    პუშკინი აქ ტანს იბანდა
    დიუმასაც უბანავია
    ახასიათებს ქალაქს ეს
    თუმც თბილის ნაცვლად ცხელია
    ჭრელიც იმიტომ დაარქვეს
    რადგან ხალხივით ჭრელია

    კოტე ყუბანეიშვილი


დაჯავშვნა

როგორ დავჯავშნოთ ნომერი ?

წესები

თანხის დაბრუნების პოლიტიკა და რეკომენდაცია

  • ჭრელი აბანო
    1.ჭრელ აბანოში თანხის დაბრუნების პოლიტიკა:
    1) თუ სტუმარი კომპანიას 1-2 (სამუშაო) დღით ადრე მიაწოდებს ინფორმაციას ჯავშნის
    გაუქმების თაობაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მას დაუბრუნდება თანხის 80%, ხოლო
    თანხის 20% დაუკავდება საკომისიოს სახით.
    2) თუ სტუმარი კომპანიას არ მიაწოდებს ინფორმაციას ჯავშნის გაუქმების თაობაზე,
    კომპანია უფლებას იტოვებს თანხა სრულად დაიტოვოს
    3) ჩვენს ვებ- გვერდზე მოცემული ოთახების ღირებულების განსაზღვრა საათების
    მიხედვით, მაგ: 150 ლარი-1 საათის ხანგრძლივობით. ოთახის ღირებულება იზრდება
    საათთან პროპორციულად , მაგ: 1 საათით-130 ლარი 1,5 საათით 195 ლარი და ა.შ
    4) თოვლის ოთახს აღწერაში უნდა დაემატოს ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამეფოს
    დაჯავშნისას შეძლებს სტუმარი მოცემული ოთახით სარგებლობას
    5) ხშირად დასმული კითხვები : თქვენს მიერ შერჩეული აბანოს ნომრის საფასური
    მოიცავს შესაბამისი ნომრის დაქირავებას თქვენთვის სასურველი დროით და არა
    ნომერში შესული სტუმრების რაოდენობაზე გადასახდელ თანხას !
    მარტივი ვერსია : ვებ-გვერდზე მოცემული ოთახის ფასი გახლავთ ამავე ოთახის
    ღირებულება 1 საათით.
    6) მეხუთე პუნქტის გაგრძელება - *ოთახში დაიშვება მხოლოდ მკაცრად
    განსაზღვრული სტუმრების რაოდენობა.
    7) არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის
    8) არ არის რეკომენდირებული გულ-სისხლძარღვთა პრობლემის მქონე პირთათვის

კონტაქტი

კონტაქტი